კრიმინალი: სტეფან კოენის მკვლელობის საქმის პროცესი 18 მაისს განახლდება | საქართველოს ამბები | ||
საფრანგეთის მოქალაქის სტეფან კოენის მკვლელობის საქმის პროცესს თბილისის სამოქალაქო სასამართლო 18 მაისს განაახლებს. გუშინ, 5 მაისს, სასამართლომ მოწმეები დაკითხა. პროცესს კოენის ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ. მათ ინტერესებს ადვოკატი არჩილ კბილაშვილი იცავს. მისი თქმით, 18 მაისს დაკითხავენ კიდევ ერთ მოწმეს - ექსპერტ ფსიქიატრს. „ფსიქიატრის გარდა შესაძლოა დაკითხონ კოენის მეგობარიც, თუ იგი საფრანგეთიდან ჩამოვა“, - თქვა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ სტეფან კოენი თბილისში 27 იანვარს „ქორტიარტ მარიოტის“ სასტუმროს ნომერში მოკლეს, რომელშიც კოენი გაჩერდა. მკვლელობაში არასრულწლოვანს ადანაშაულებენ. კოენი იყო ინჟინერი ფრანგული კომპანია „სისტრასი“, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის პროექტს ამუშავებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2257.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 მაისი 2011, 09:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.