სპორტი: ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისის მახლობლად ოლიმპიური სოფელი აშენდება | საქართველოს ამბები | ||
თბილისი 2015 წლის ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ ფესტივალზე 10-12 ათასი სტუმარი ჩამოვა. სოციალური საკითხებისა და კულტურის სამოქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მერაბ ჩიქობავას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტების შემუშავება და ის, თუ რა დაუჯდება ქალაქს ასეთ მასშტაბური ღონისძიება, ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 24 მაისს თბილისში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტის ჩამოსვლას ელიან. მისი მონაწილეობით პროექტის სამუშაო ვარიანტის პრეზენტაცია მოეწყობა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 2015 წლისთვის თბილისის ზღვის მიდამოებში ნავარაუდევია ოლიმპიური სოფლის აშენება. „ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია, ისაა, რომ ჩვენ სპორტული ტანვარჯიშისთვის უნივერსალური დარბაზის აშენება გველის. რაც შეეხება სტადიონებს, ცენტრალური სტატიონი „დინამო“ სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს. სათადარიგო სტადიონი გახდება სტადიონი „ახალგაზრდა დინამოელი“. მაგრამ ისინი მაინც მომზადდება 2015 წლისთვის“, - აღნიშნა ჩიქობავამ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2256.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 მაისი 2011, 09:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.