ეს საინტერესოა: ევროპის კრიმინალურმა საზოგადოებებმა Skype-ისა და Facebook-ის გამოყენება დაიწყეს | მსოფლიოს ამბები | ||
ევროპის დანაშაულებრივმა საზოგადოებებმა მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება დაიწყეს და სულ უფრო ხშირად ენდობიან ინტერნეტს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპოლის - ევროკავშირის ერთიანი პოლიციის სამსახურის მოხსენებაში, იტყობინება New York Times. დანაშაულებრივი სინდიკატები სულ უფრო ხშირად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის Skype-ს. ისინი ასევე პოტენციური მსხვერპლების მოსატყუებლად და სხვა დანაშაულების ორგანიზაციისთვის სოციალურ ქსელ Facebook-ს იყენებენ. „იმ ჯგუფებმაც, რომლებიც დახურულად არიან მიჩნეულნი, მაგალითად, ალბანურ ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებმა, აღიარეს ისეთი პლატფორმების მნიშვნელოვნობა, როგორიცაა Skype“, - ნათქვამია ევროპოლის ანგარიშის ტექსტში. მოხსენებაში მითითებულია „ინტერნეტის როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშემწყობი საკვანძო ფაქტორის გამოყენების მკვეთრად ზრდად გამოყენებაზე“, ამასთან არა მხოლოდ ისეთ დარგებში, როგორებიცაა საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა, პირატობა და პორნოგრაფიის გავრცელება. „ამჟამად ინტერნეტის ფართო გამოყენება საფუძვლად უდევს ნარკოტიკების უკანონო სინთეზს, მათ მიღებასა და გასაღებას, ასევე ადამიანებით ვაჭრობას, უკანონო იმიგრაციის ხელშეწყობას, კონტრაფაქტული საქონლის მიწოდებას“, - აციტირებს ევროპოლის მოხსენებას გაზეთი. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2255.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 მაისი 2011, 09:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.