ეს საინტერესოა: ბარსელონაში საფეხბურთო მატჩის გამო შაკირამ მილანში კონცერტი შეწყვიტა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() აღნიშნული გუნდების თამაში 3 მაისის საღამოს შედგა და შაკირას კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ შაკირა „ბარსელონას“ მოთამაშე ჰერარდ პიკს ხვდება, იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა tribalfootball.co. შაკირამ შეწყვიტა კონცერტი და დაიყვირა: „ბარსელონამ“ ანგარიში გახსნა!“ შემდეგ მან დაიწყო სიმღერა: „პედროს გოლი, პედროს გოლი“, რითაც შეატყობინა, რომ „რეალის“ კარში გოლი თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა გაიტანა. „ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში შეხვდნენ. თამაში დამთავრდა ანგარიშით 1:1, ხოლო ორი შეხვედრის საერთო ჯამის მიხედვით გამარჯვება მოიპოვა „ბარსელონამ“ (3:1). გუნდი, რომელსაც შაკირა გულშემატკივრობს, ფინალში გავიდა, სადაც ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება. გადამწყვეტი მატჩი 28 მაისს ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2254.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 მაისი 2011, 09:34 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.