პოლიტიკა: ნონა გაფრინდაშვილი: ძალიან საეჭვოა, რომ ქართული პარტია საპროტესტო აქციებს 9 მაისსიწყებს | საქართველოს ამბები | ||
ეჭვს იწვევს ის, რომ „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების დაწყება 9 მაისს გადაწყვიტეს, მიაჩნია „სახალხო კრების“ ლიდერს ნონა გაფრინდაშვილს, იუწყება „GHN“. „ერთი კვირის წინ, „ქართული პარტია“ აცხადებდა, რომ აქციების ჩასატარებლად მზად არ იყო. ახლა კი მოულოდნელად გამოვიდა და აქციების დაწყების თარიღი განაცხადა. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელია და გარკვეულ ეჭვებს ჰბადებს. თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტიკისაგან თავს შევიკავებ“, - თქვა გაფრინდაშვილმა სააგენტო “GHN“-თან საუბრისას. მან აღნიშნა, რომ ხალხი მაინც გამოვა 21 მაისს „სახალხო კრების“ აქციებზე და ის, რომ „ქართულმა პარტიამ“ აქციების ჩატარების თვალსაზრისით „კრების“ გასწრება გადაწყვიტა, მათ გეგმებს ხელს არ შეუშლის. „არა მგონია, რომ „სახალხო კრების“ და „ქართული პარტიის“ აქციებზე ერთი და იგივე ხალხი დადის“, - აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 5 მაისს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული პარტია“ საპროტესტო აქციების დაწყებას 9 მაისს გეგმავს. მანამდე „სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს 21 მაისიდან ჩაატარებდნენ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2252.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 მაისი 2011, 18:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.