პოლიტიკა: “Transparency International”: საქართველოს სასამართლო სისტემა არასაკმარისად დამოუკიდებელია | საქართველოს ამბები | ||
სასამართლო სისტემის არასაკმარისი დამოუკიდებლობა და საჯარო სექტორი საქართველოს მმართველობის პოტენციალის დასუსტების ძირითადი ფაქტორებია. ამის შესახებ ნათქვამია „Transparency International“-ის მიერ გამოქვეყნებულ 2011 წლის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში კორუფციის პრობლემას ეხება. ანგარიშის თანახმად, საქართველოში საჯარო სექტორის მაღალი პოლიტიზაცია ამ სფეროს განვითარებას ხელს უშლის. „Transparency International“-ის ანგარიშის თანახმად, ორგანიზაცია მოუწოდებს ქართულ ხელისუფლებებს, გააგრძელონ პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ თვალსაზრისით საჭიროა მეტი გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა როგორც კანონმდებლბოაში, ისე აღნიშნული კანონების შესრულებაში მოყვანის საკითხში. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ერთ წელიწადში საქართველომ, სხვა ქვეყნებთან - სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, გარკვეულ პროგრესს მიაღწია, რაც ტექნიკურ სფეროში აისახა, კერძოდ ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვაში. „ეს ანგარიშები გვიჩვენებს, რა კეთდება არასაკმარისად. ამ რეგიონის ქვეყნებმა ტემპს უნდა მოუმატონ იმისთვის, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა და კარგი მმართველობა განავითარონ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მოქალაქეებს არ სურთ მოვლენების პასიურ დამკვირვებლებად ყოფნა. მოქალაქეებმა დაამტკიცეს, რომ კორუფციისა და არასწორი მმართველობისაგან დაიღალნენ“, - აცხადებს „Transparency International“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჟანა მიტერმაიერი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2249.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 მაისი 2011, 13:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.