კრიმინალი: საქართველოში ჯანდაცვის სფეროში კიდევ ერთი დანაშაულებრივი სქემა გაიხსნა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ჯანდაცვის სფეროში კიდევ ერთი კორუფციული სქემა გახსნა. საუბარია ქართული და ცნობილი უცხოური კომპანიის ფარულ შეთანხმებაზე. სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 660 ათასი ლარით ფასდება. მომხდარის დეტალები 5 მაისს, პრეს-კონფერენციაზე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ეს ჯანდაცვის სფეროში კორუფციული სქემის გამხელის პირველი შემთხვევა არაა. აპრილის ბოლოს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა 1 700 000 ლარის მიტაცებისთვის კომპანია „ნუგეშის“ ხელმძღვანელი გიორგი სიბაშვილი დააკავა. მას ფულის გათეთრების მიზნით საბაჟო დოკუმენტების გაყალბებაში ედება ბრალი. საქმე ეხება 2000-2010 წლებში განხორციელებულ პროგრამას, რომელიც გემოფილიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების სპეციალური მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ამ პროგრამაზე საერთო ჯამში 10 500 000 ლარი იქნა გამოყოფილი, 6 900 000 ლარის თანხაზე მედიკამენტების მიწოდების შეთანხმება კომპანია „ნუგეშთან“ გაფორმდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2248.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 მაისი 2011, 10:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.