aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 სპორტი: რუსთავში საერთაშორისო კლასის „ავტოქალაქი“ აშენდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსთავი საქართველოში პირველი ქალაქია, რომელიც უახლოეს მომავალში ავტორბოლების საერთაშორისო ტურნირებს მიიღებს.



5 თვეში ქალაქში თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო კომპლექსი გაიხსნება, რომელშიც შევა ავტოდრომი, ბოქსები, პილოტების გადამზადების სკოლა, ტიუნინგ-ცენტრი, ტექდათვალიერების ზონა, სამედიცინო პუნქტი, ტრიბუნები, ვერტმფრენის მოედანი, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების მუზეუმი, VIP-ადგილი განსაკუთრებული სტუმრებისთვის.


4100 კმ სიგრძისა და 18 მ სიგანის ტრასა პირადად დაათვალიერა ცოტახნის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა FIA-ს პრეზიდენტმა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში „ფორმულა 1„-ში გუნდ „ფერარის“ მფლობელმა ჟან ტოდტმა. მისი თქმით, რამდენიმე თვეში რუსთავის ავტოდრომი ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო სერტიფიკატ „გრიდ2“-ს მიიღებს.


ტოდტის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლამდე მან უკრაინა და სომხეთი მოინახულა. საქართველოში ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.


„მე რუსთავში მშენებარე ავტოდრომი დავათვალიერე, რომელიც უბრალოდ ფანტასტიურია და მე მას ავტოქალაქს ვუწოდებდი. ამ კომპლექსს პერსპექტივა აქვს, მსოფლიო ავტოდრომების სიაში შევიდეს საერთაშორისო, მაღალი დონის ტურნირების ჩატარების შესაძლებლობით. FIA საქართველოს მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს და მჯერა, რომ იგი მალე საერთაშორისო შეჯიბრთა ბადეში ჩაჯდება“ - განაცხადა სტუმარმა.


როგორც საქართველოს საავტომობილო ასოციაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა აცხადებს, რუსთავის ავტოტრასის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და პირველი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ამ დროისთვის იგეგმება, რის შემდეგაც FIA-საგან 10 წლიანი ლიცენზიის მიღებას ელიან.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2247.html
განათავსა - Drakula | 05 მაისი 2011, 10:09 | ახალი ამბები »
 

"სპორტი: რუსთავში საერთაშორისო კლასის „ავტოქალაქი“ აშენდება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian