ეკონომიკა: ჯგერენაია: ხელფასების გაზრდის გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ინფლაციის სტიმულირების თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ურჩევს, არ გაზარდოს ხელფასები. რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხელფასების ზრდა ინფლაციის გაზრდის. ფონდის ანალიტიკოსთა აზრით, მოცემულ რეგიონში ფისკალური საჭიროებები იზრდება და მთავრობებისთვის რთულია იმ ზეწოლის დაძლევა, რომელიც ხელფასების, პენსიებისა და სხვა სოციალური ხარჯების ზრდას ითვალისწინებს. ფონდს მიაჩნია, რომ ღარიბების დაცვისთვის შემუშავებული უნდა იქნას სოციალური დაცვის უფრო ეფექტური სისტემები. ამასთან ერთად, მთავრობებმა არ უნდა დაუშვან ხელფასების ზრდა, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნის ვალის მდგომარეობას და კრედიტუნარიანობის ზღვრულ დონეს აამაღლებს. ეკონომიკური საკითხების ექსპერტთა ნაწილი სსფ-ის რეკომენდაციას არ იზიარებს. ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ხელფასების ზრდა, ანუ ბრუნვაში ფულის მასის გაზრდა, ინფლაციის სტიმულატორია, მაგრამ ხელფასების ზრდის გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება. მისი თქმით, ხელფასები უნდა გაიზარდოს, ვინაიდან ეს გაზრდის ხარჯებს ბაზარზე და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის აზრით, თუ ხელფასები გაიზრდება, ამას გავლენის მოხდენა შეუძლია ინფლაციაზე, მაგრამ დღეს ამაზე უარის თქმის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. მისი ინფორმაციით, შარშან ხელფასების ზრდის მაჩვენებელი ინფლაციის ზრდის მაჩვენებელს 60 პროცენტით ჩამორჩებოდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2246.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 მაისი 2011, 10:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.