გარემო: გაერომ XXII საუკუნისთვის მსოფლიოს მოსახლეობის რიცხოვნობის პროგნოზი გააკეთა | მსოფლიოს ამბები | ||
XXII საუკუნისთვის პლანეტის მოსახლეობის რიცხოვნობა 10.1 მლრდ ადამიანს მიაღწევს (ამჟამად ეს რიცხვი 6.8 მლრდ-ს შეადგენს), თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ საუკუნის შუა პერიოდისთვის დემოგრაფიული სიტუაცია 9 მლრდ ადამიანის დონეზე სტაბილიზირდებოდა. ამის შესახებ შეტყობინებულია გაეროს მოხსენებაზე მინიშნებით, წერს The New York Times. ექსპერტებს ახალი პროგნოზები მიაჩნიათ იმის შეხსენებად, რომ პრობლემა, რომელმაც XXსაუკუნეში მსოფლიო პოლიტიკის განსაზღრას შეუწყო ხელი, კერძოდ კი, დემოგრაფიული აფეთქება, ჯერ კიდევ შორსაა გადაჭრისაგან XXIსაუკუნეში. „ეს ქვეყნიერების დასასრულია? არა. შესაძლებელია 10 მლრდ ადამიანის გამოკვება? შესაძლებელია. ცხადია, ადამიანთა უფრო მცირე რაოდენობისს შემთხვევაში ეს ბევრად უფრო მარტივია“, - თქვა ჯონ ბონგაარტსმა, გაეროს მოსახლეობის განყოფილების დემოგრაფმა. ახალ მოხსენებაში უწყებამ თავისი პროგნოზი 2050 წლისთვის გაზარდა და შეაფასა, რომ მსოფლიოსთვის უფრო მეტად სავარაუდოა 9.3 მლრდ ადამიანისაგან შემდგარი მოსახლეობა, რაც წინა პროგნოზებთან შედარებით 156 მლნ ადამიანით მეტია. პროგნოზები მრავალი ფაქტორის გამო განიხილეს ხელახლა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი ისაა, რომ შობადობა ისე სწრაფად არ მცირდება, როგორც ეს ზოგიერთ ღარიბ ქვეყანაში იყო მოსალოდნელი; პირიქით, შეიმჩნევა მცირე ზრდა ბევრ მდიდარ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და დანიაში. მსოფლიოს სწრაფად მზარდ და მდიდარ დასავლურ ქვეყნებში, რომლებიც ოჯახის დაგეგმვას დაფინანსებით აქეზებენ, ხელისუფლებები არჩევნის წინაშე დგანან, განაგრძონ თუ არა აღნიშნული პროგრამები. ამასთან, პროგნოზის თანახმად, ჩინეთი შესაძლოა მალე შემცირებადი მოსახლეობის ქვეყნების რიცხვში მოხვდეს. უახლოეს რამდენიმე ათწლეულში მისმა მოსახლეობამ შესაძლოა 1.4 მლრდ ადამიანი შეადგინოს, ხოლო 2100 წელს - 941 მლნ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2245.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 მაისი 2011, 10:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 2 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.