მეცნიერება-ტექნოლოგიები: მსოფლიოში მობილურების უმსხვილესმა მწარმოებელმა შესაძლოა 3D-სმარტფონი გამოუშვას | მსოფლიოს ამბები | ||
კომპანია Nokia 3D-ეკრანის მქონე სმარტფონის გამოშვების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ცნობილი გახდა გამოქვეყნებული საპატენტო განაცხადიდან, რომელიც ფინურმა კომპანიამ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (ისმო) შეიტანა. განაცხადში აღწერილია საწოლარის ფორმ-ფაქტორის სმარტფონი, რომელიც ორი ეკრანით არის აღჭურვილი. მისი კონსტრუქცია Nintendo 3DS-ის სათამაშო კონსოლს წააგავს. ზედა ეკრანი 3D-გამოსახულების გამოსატანად არის განკუთვნილი, ქვედა კი სენსორულია და მონაცემთა შესაყვანად გამოიყენება. სამგანზომილებიანი გამოსახულების სანახავად სათვალე საჭირო არ იქნება. Nokia სმარტფონის აღჭურვას ორი კამერით აპირებს, აღნიშნავს ტექნორესურსი Unwired View. კამერების მთავარი ამოცანა არა ფოტო- და ვიდეოგადაღება იქნება, არამედ მომხმარებლის თვალებისა და თითების მდებარეობის დადგენა. ჯერ ერთი, ეს საშუალებას იძლევა, დადგინდეს, რა კუთხით უყურებს მომხმარებელი 3D-ეკრანს და შესაბამისად გარდაიქმნას გამოსახულება, რათა მან მოცულობა შეინარჩუნოს. მეორეც, მომხმარებელი შესაძლებლობას მიიღებს, „შეეხოს“ ვირტუალურ სამგანზომილებიან ობიექტს და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი მანიპულაცია შეასრულოს. რაც შეეხება Nintendo 3DS-ის კონსოლს, მის ეკრანზე გამოსახულება სამგანზომილებიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მომხმარებელი ეკრანს გარკვეული კუთხით შეხედავს. თუ მომხმარებელი ეკრანის მიმართ საკუთარი თავის მდებარეობას შეცვლის, გამოსახულება მოცულობას დაკარგავს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2244.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 მაისი 2011, 10:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.