საზოგადოება: სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკა ბენზინის გარეშე დარჩა | საქართველოს ამბები | ||
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში ბენზინის მიწოდება შეწყდა, რის გამოც საწვავის ამ სახეობაზე სერიოზული დეფიციტი წარმოიშვა. ამის შესახებ 3 მაისს სააგენტო „ინტერფაქსმა“ განაცხადა. სეპარატისტული რესპუბლიკის ნავთობბაზის უფროსის ალან ჯიოევის თქმით, ყველა ბენზინგასამართი სადგური იძულებული იყო, დაკეტილიყო, ვინაიდან ბენზინის მარაგები, რომელიც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში იყიდება და რომლის შემოტანაც რუსეთიდან ხდება, ამოიწურა. ჯიოევმა ასევე ახსნა, რომ ბენზინის ფასები საბაჟო გადასახდელების გაზრდის გამო გაიზრდება. „თუ ადრე რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოტანილი ერთი ტონა ბენზინის განბაჟება 239 დოლარს შეადგენდა, 1 მაისიდან ერთი ტონა ბენზინის განბაჟება 408 დოლარი ეღირება“, - დააზუსტა მან. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2243.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 მაისი 2011, 10:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.