პოლიტიკა: სააკაშვილი: ლიტვა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა | საქართველოს ამბები | ||
ლიტვა საქართველოს ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი მოკავშირეა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს ერევანში აცილებდა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ლიტვა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ორი ქვეყნის ერებს შორის ძალიან თბილი ურთიერთობაა. „საქართველოში ლიტვის ახალი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ თბილი ურთიერთობისა და მხარდაჭერის თვალსაჩინო დადასტურებაა“, - განაცხადა სააკაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ლიტვას არა ერთხელ გამოუჩენია. „ლიტვა ყოველთვის განსაკუთრებული სიმტკიცით იბრძვის საქართველოს ინტერესთა დასაცავად და იმისათვის, რომ მან გააგრძელოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2237.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 მაისი 2011, 17:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.