ეს საინტერესოა: აშშ-ში დაითვალეს სოციალური ქსელების სარეკლამო ბაზრის მოცულობა 2015 წლისთვის | მსოფლიოს ამბები | ||
2015 წლისთვის რეკლამის ბაზარი აშშ-ის სოციალურ მედიაში 8.3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ შეტყობინებულია კვლევითი კომპანია BIA/Kelsey-ის პრეს-რელიზში. ანალიტიკური სააგენტო eMarketer-ის მონაცემების თანახმად, 2010 წელს სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე აშშ-ის რეკლამის ხარჯებმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 3 მილიარდამდე გაიზრდება, რითაც მთელი ამერიკული ონლაინ-რეკლამის 10.8% იქნება. სოციალურ ქსელებში რეკლამა აუდიტორიის მიზნობრივი არჩევანისა და მაღალი ეფექტურობის შესაძლებლობების ხარჯზე გახდა პოპულარული. 2011 წლის თებერვლის მონაცემებით, აშშ-ში ასეთი რეკლამის 33%-ზე მეტი Facebook-ზე დემონსტრირდება. 2010 წლის შედეგებით, ამერიკული ონლაინ-რეკლამის ბაზარმა, BIA/Kelsey-ის მონაცემებით, 21.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2015 წლისთვის იგი 42.5 მილიარდამდე გაიზრდება, აჩვენებს რა წლიური ზრდის საშუალო დინამიკას 14 პროცენტის სახით. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2232.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 მაისი 2011, 09:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.