ეკონომიკა: აჭარა ახალ ლას-ვეგასად გადაიქცევა | საქართველოს ამბები | ||
ამჟამინდელ ტურისტულ სეზონზე აჭარა უცხოელ სტუმართა რიცხვის ზრდას ელის. „საქართველოს ხელისუფლებებს განზრახული აქვთ, ბათუმი კავკასიის ლას-ვეგასად გადააქციონ“, - განაცხადა აჭარის მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ. „ჩვენ ამერიკულ კომპანიებთან კავკასიის ლას-ვეგასის იდეის რეალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამას გარდა, აზერბაიჯანელი, თურქი, სომეხი და ირანელი ბიზნესმენები ყოველწლიურად ზრდიან თავიანთ ინვესტიციებს აჭარაში. ჩვენ უცხოური კომპანიებისათვის ძალიან ხელსაყრელი საინვესტიციო პირობები შევქმენით და ამას უკვე თავისი ნაყოფი მოაქვს“, - თქვა აჭარის მეთაურმა. „ამჟამინდელ ტურისტულ სეზონზე ჩვენ ასევე უცხოელი სტუმრების რიცხვის ზრდას ველით. ტურისტთა ყველაზე დიდ რაოდენობას აზერბაიჯანიდან, ირანიდან და სომხეთიდან ველოდებით. ჩვენ აჭარაში ყველანაირ ხელსაყრელ პირობას ვქმნით იმისათვის, რომ ტურისტებმა დასვენებით ისიამოვნონ“, - თქვა მან. ვარშალომიძემ ასევე განაცხადა, რომ ამ ზაფხულში ბათუმში ლეგენდარული მომღერალი სტინგი იმღერებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2230.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 მაისი 2011, 09:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.