პოლიტიკა: "ნაციონალ-დემოკრატები" ბურჯანაძის "რევოლუციაში" მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ | საქართველოს ამბები | ||
ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია სახალხო კრების მიერ 21 მაისს დაგეგმილ აქციაში არ მიიღებს მონაწილეობას. პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ისინი იმ აქციაში არ მიიღებენ მონაწილეობას, რომლის მიზანსაც რევოლუციური გზით ქვეყანაში ცვილელებების შეტანა წარმოადგენს. მისი მტკიცებით, ნებისმიერი რევოლუციური პროცესი, გამოიწვევის ქვეყნის კურსის შეცვლას დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ და ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებს მოემსახურება. "ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია ხელისუფლების შეცვლის მომხრე იყო მაშინაც, როდესაც ქალბატონი ბურჯანაძე სახელმფიოს პირველი და მეორე პირი იყო და ჩვენ დღესაც ხელისუფლების შეცვლის მომხრე ვართ. მაგრამ ნაციონალუ-დემოკრატიული პარტია მხარს ვერ დაიჭერს რევოლუციის, რომელიც ბურჯანაძეს მოიყვანას ხელისუფლებაში. ხელისუფლება ცივილიზებულად, საარჩევნი გზით უნდა შეიცვალოს"-განაცხადა ქადრავამ. შეგახსნებთ, რომ 21 მაისიდან,"სახალხო კრება", ქვეყნის მასშტაბით იწყებს საპროტესტო აქციას, რომელიც მიზნად ხელისუფლების შეცვლას ისახავს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2222.html
| |||
განათავსა - consul | 03 მაისი 2011, 17:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.