aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Sony-ს მომხმარებელთა ბარათების ნომრები მოიპარეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კომპანია Sony-მ ორშაბათს დაადასტურა, რომ ბოროტმზრახველებისთვის, რომლებმაც PlayStation Network-ზე ჰაკერული თავდასხმა მოახდინეს, ცნობილი გახდა აღნიშნული ონლაინ-სერვისის მომხმარებელთა საბანკო ბარათების ნომრები, იტყობინება Agence France-Presse.



„ადრე ვვარაუდობდით, რომ Sony Online Entertainment-ის კლიენტთა მონაცემები კომპანიაზე კიბერ-შეტევების დროს არ დაშავებულა. მაგრამ 1 მაისს მივედით დასკვნამდე, რომ სააღრიცხვო ჩანაწერებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაძლოა მოპარულიყო და ჩვენ ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად გაფრთხილებთ“, - ნათქვამია საიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.


ამ დროს, ბოროტმზრახველთა ხელში, როგორც ჩანს, 2007 წლის მონაცემთა მოძველებული ბაზა მოხვდა, რომელშიც საკრედიტო ან სადებეტო ბარათების დაახლოებით 12.7 ათასი ნომრის შესახებ ინახება ინფორმაცია. ისინი ეკუთვნის ან ეკუთვნოდა გერმანიის, ავსტრიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის მოქალაქეებს. ამასთან, როგორც პრეს-რელიზში წერია, არ არსებობს იმის მოწმობა, რომ ბოროტმზრახველებმა საბანკო ბარათების ძირითადი ბაზა ჩაიგდეს ხელში.


Sony Online Entertainmentმუდმივად ადევნებს თვალს სიტუაციას, ნათქვამია შეტყობინებაში. შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს იუწყებოდნენ, რომ PlayStation Network-ზე ჰაკერული შეტევის დროს შესაძლოა ქსელის თითქმის ყველა მომხმარებლის პირადი მონაცემების გატაცებას ჰქონოდა ადგილი.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2213.html
განათავსა - Drakula | 03 მაისი 2011, 08:41 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Sony-ს მომხმარებელთა ბარათების ნომრები მოიპარეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian