aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 ეკონომიკა: პირველად ორი წლის განმავლობაში ამერიკულმა ავტოგიგანტმა მოგება მიიღო მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კონცერნ Chrysler-მა პირველი მოგების შესახებ 2009 წლის ივნისიდან განაცხადა: გაბანკროტებისა და რესტრუქტურიზაციის პროცედურის დასრულების მომენტიდან.



მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ამერიკულმა მწარმოებელმა 116 მილიონი დოლარი მიიღო, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კორპორაციამ 197 მილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ იუწყება Automotive News.


მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კონცერნ Chrysler-ის ამონაგები 13.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ერთი წლის წინ არსებულ შედეგზე 35 პროცენტით მეტია. ავტომანქანების გაყიდვები, ბაზარზე 16 განახლებული მოდელის, მათ შორის Jeep Grand Cherokee-ის ახალი თაობებისა და სედან Chrysler 300C-ის გატანის ხარჯზე, საანგარიშო პერიოდში 18 პროცენტით გაიზარდა. ამერიკული მწარმოებლის საოპერაციო მოგებამ 477 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის პირველ სამ თვესთან შედარებით 334 მილიონი დოლარით მეტია.


ამას გარდა, „კრაისლერმა“ განაცხადა აშშ-სთვისა და კანადისთვის 5.8 და 1.7 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხების დაბრუნების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოებმა მწარმოებელს კრიზისის პერიოდში მისი შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვის გამოუყვეს. სესხები ახალი კრედიტებისა და ობლიგაციების დამატებითი გამოშვების ხარჯზე მიღებული სახსრებით დაიფარება.


გასული წლის შედეგებით კონცერნ Chrysler-მა 652 მილიონი დოლარი დაკარგა. ამდაგვარად, მწარმოებელმა 2010 წელი „მინუსში“ 2006 წლიდან ზედიზედ მეხუთეჯერ დაასრულა. კორპორაციისთვის ბოლო მომგებიანი წელი 2005 წელი გახდა, როდესაც Chrysler-მა 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება მიიღო.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2211.html
განათავსა - Drakula | 03 მაისი 2011, 08:40 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: პირველად ორი წლის განმავლობაში ამერიკულმა ავტოგიგანტმა მოგება მიიღო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 02 ოქტომბერი 2024
  • English Georgian