პოლიტიკა: სააკაშვილი ბენ ლადენის ლიკვიდაციას ამერიკელი ხალხის დიდ გამარჯვებად მიიჩვენს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მიერ განხორციელებულ ოპერაციაზე საუბრობს, რომლის შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის "ალ-ქაიდას" ლიდერის ოსამ ბენ ლადენის ლიკვიდაცია მოხდა. "დღეს პატივს მივაგებთ ათასობით ადამიანს, რომელებიც 11 სექტემბრის ტერაქტისა და სხვა ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ. აშშ მიერ წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია, რომლის შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის "ალ-ქაიდას" ლიდერის, ოსან ბენ ლადენის ლიკვიდერება მოხდა, მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მიუხედავად დიდი გამარჯვებისა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძლდება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებობს სხვა ალტერნატივებიც, გარდა სამართლიოანობის ზეიმისა"-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა თავის განცხადებაში. სააკაშვილის შეფასებით, ეს ამერიკელი ხალხისა და აშშ ხელისუფელბის დიდი გამარჯვებაა. მისი განცხადებით, ამ ოპერაცის წარმატებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა აშშ-ს ძალა , როგორც სახელმწიფოს ძალა გლობალურ საკითხებში, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. "საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, აშშ-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2207.html
| |||
განათავსა - consul | 02 მაისი 2011, 21:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.