ეკონომიკა: გაიხსნა თბილისის განვითარების სტრატეგიის ფორუმი | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობდა მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად. პროექტი ქალაქის ალიანსისა და მუნიციპალური განვითარების მხარდაჭერით ხორციელდება. ფორუმი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. ფორუმის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მისიის უფროსი საქართველოში ასად ალამი მოაწყობს პრეზენტაციას ქალაქების განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვნობისა და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან ქალაქის პროფაილს, რომელიც თბილისის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა და იგი დედაქალაქის დღევანდელ მდგომარეობას ასახავს. პრეზენტაციის შემდეგ ფოკუს-ჯგუფები შემდეგ თემებს განიხილავენ: ქალაქი და ხალხი; ქალაქის ადგილმდებარეობა და დემოგრაფია; თბილისის ფუნქცია და სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური სექტორები; როგორ შევამციროთ უმუშევრობა; საცხოვრებელი პოლიტიკა და სხვ. ასევე განიხილავენ ქალაქის ძლიერი და სუსტი მხარეები, გააანალიზებენ საფრთხეებს თბილისის განვითარებაში და განსაზღვრავენ შესაძლებლობებს, რომლებსაც დედაქალაქის განვითარებაში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2202.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 მაისი 2011, 12:52 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.