პოლიტიკა: ექსპერტი: ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველო ტერორისტების მიზანი არგახდება | საქართველოს ამბები | ||
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველო, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ტერორისტების მიზანი არ გახდება. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოს მისიაში ავღანეთში, რაც შესაძლოა ტერორისტთა გაღიზიანებას იწვევს, „ალ-ქაიდა“ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, თავის რესურსებს არ დახარჯავს“, - თქვა შარაშენიძემ. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ნომერ პირველი ტერორისტი ობამას პრეზიდენტობის პერიოდში იქნა ლიკვიდირებული, პოზიტიურად აისახება შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეიტინგზე. „მაგრამ რთულია იმის თქნა, შეინარჩუნებს თუ არა იგი ამ რეიტინგს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე“, - აღნიშნა ექსპერტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2200.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 მაისი 2011, 12:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.