პოლიტიკა: აშშ-ის სენატორი: „მშვენიერი იქნებოდა კადაფის მოკვლა“ | მსოფლიოს ამბები | ||
ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ნატოს მიერ დაბომბვების დროს რომ მომკვდარიყო, ეს „მშვენიერი“ იქნებოდა. ასეთი თვალსაზრისი გამოთქვა 1 მაისს ტელეარხ სი-ბი-ესისთვის მიცემულ ინტერვიუში გავლენიანმა რესბუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაქეინმა. „ჩვენ მისი საკომანდო პუნქტები უნდა გავანადგუროთ და მშვენიერი იქნებოდა, თუ ამის შედეგად მის მოკვლას ან დაჭრას შევძლებდით“, - თქვა ობამას ყოფილმა მეტოქემ საპრეზიდენტო შეჯიბრში. მაქეინის თქმით, აშშ-ის უნდა ჰქონდეს „სტრატეგია, რათა მეამბოხეებს დაეხმაროს წარმატების მიღწევასა და კადაფისა და იმ ყველა პიროვნების დამხობაში, რომლებიც მასთანაა დაკავშირებული“. როდესაც სენატორი პასუხობდა შეკითხვას, საჭიროა თუ არა აშშ-ის უფრო აქტიური მონაწილეობა ლიბიის სამხედრო ოპერაციაში, მან თქვა, რომ „ჩვენ კვლავ ბრძოლაში უნდა ჩავერთოთ“. მისი თქმით, „ძალიან ცუდი იქნებოდა შედეგად ისეთი სიტუაციის მიღება, რომლის დროსაც „ალ-ქაიდასთვის“ შეიძლება კარი გაიხსნას“. ტრიპოლიზე ნატოს ბოლო ავიათავდასხმის დროს მუამარ კადაფიმ შვილი და სამი შვილიშვილი დაკარგა. რეზიდენციას ერთბაშად სამი რაკეტა მოხვდა, შენობისაგან ნანგრევები დარჩა. პოლკოვნიკის უმცროსი ვაჟი ადგილზე დაიღუპა. არიან დაჭრილები სხვა ნათესავებსა და თანამებრძოლებს შორის. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2198.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 მაისი 2011, 10:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.