საზოგადოება: ერაყი ამერიკელებს 400 მლნ დოლარის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის | მსოფლიოს ამბები | ||
ერაყის პარლამენტმა რამდენიმე ასეული ამერიკელისათვის 400 მლნ დოლარის ოდენობის კომპენსაციების გადახდა დაამტკიცა იმისათვის, რომ ისინი ქუვეითში ერაყის შემოჭრის პერიოდში სადამ ჰუსეინის ხელისუფლებათა მძევლების სახით იმყოფებოდნენ. „მე-60 სხდომაზე ერაყის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მოახდინა შეთანხმების რატიფიკაცია, რომელიც მანამდე მიღწეულ იქნა ერაყსა და აშშ-ის მთავრობებს შორის ამერიკელებისათვის 1990 წელს ქუვეითში ერაყის შემოჭრის პერიოდის კომპენსაციების გავრცელებასთან დაკავშირებით“, - აციტირებს „სინხუა“ რეზოლუციის ტექსტს. ნური ალ-მალიკის მთავრობამ 400 მლნ დოლარის გადახდა ჯერ კიდევ სექტემბერში დაამტკიცა, იტყობინება Associated Press. თუმცა ქვეყნის პარლამენტში ასეთი ნაბიჯის მიზანშეწონილობის თაობაზე კამათი დაიწყეს: ერაყში არაერთმნიშვნელოვნად აღიქმება ქვეყანაში ამერიკელი ჯარების კვლავინდებური ყოფნა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2195.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 მაისი 2011, 10:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.