ეკონომიკა: ქობულეთის ტურისტულ ზონაში აზერბაიჯანელ ინვესტორებს იწვევენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ქობულეთის ტურისტულ ზონაში შესაძლოა მეოთხე ინვესტორი შემოვიდეს. აჭარის ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ კერძო კომპანიებთან წარმოებს. ამ მომენტისათვის ტურისტულ ზონაში სამი სასტუმრო შენდება. ორ მათგანს „ექსკო ჯორჯია“ აშენებს, ერთს კი „მშენებელი 10“. ქობულეთის ტურისტულ ზონაში სულ 30 სასტუმრო უნდა აშენდეს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ინვესტორებისათვის ქართული ტურისტული ზონების შემოთავაზების შესახებ განცხადება გასულ კვირაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ გააკეთა. მთავრობა ინვესტორებს შეღავათებსაც სთავაზობს. მათ უფასოდ გადაეცემათ მიწა, პროექტები და ყველა კომუნიკაცია. ამას გარდა, 15 წლის განმავლობაში ინვესტორები მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლდებიან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2190.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 მაისი 2011, 10:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.