საზოგადოება: 1500 ქართველი სტუდენტი თურქეთის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში სტაჟირებას გაივლის | საქართველოს ამბები | ||
ტურისტულმა კომპანია „TL Travel“-მა და თურქულმა კომპანია „პრესტიჟ პრომო ორგანიზეიშნ ჯგუფმა“ სტუნდენტების სტაჟირების შეთანხმება გააფორმეს. როგორც „TL Travel“-ის გენერალური დირექტორი თეა ჯეჯელავა იტყობინება, შეთანხმების ფარგლებში, თურქული კომპანიის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების სხვადასხვა დეპარტამენტებში სტაჟირებას 1500 ქართველი სტუდენტი გაივლის. პროექტის ინიციატორები არიან ქართული კომპანია და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტური თვითმმართველობები. ცოტახნის წინ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას ბაქოში სტუმრობის მსვლელობაში, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებს მის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, კერძოდ - აზერბაიჯანის ტურიზმის ინსტიტუტში სწავლების გავლა შესთავაზა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2185.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 აპრ. 2011, 10:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.