კრიმინალი: საქართველოში 1 700 000 ლარის მიტაცებისთვის კომპანია „ნუგეშის“ დირექტორი დააკავეს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() მას ბრალი ედება საბაჟო დოკუმენტების გაყალბებაში ფულის გათეთრების მიზნით. საქმე ეხება 2000-2010 წლებში განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც გემოფილიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების სპეციალური მედიკამენტების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ამ პროგრამაზე სულ 10 500 000 ლარი გამოიყო, 6 900 000 ლარის თანხის მედიკამენტების მიწოდების შეთანხმება კომპანია „ნუგეშთან“ გაფორმდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიის დირექტორი საქმეს აწარმოებდა სამ კომპანიასთან: იტალიურ KEDRION SPA-თან, ჩინურ ANTIBODY ANTIGEN SUPPLY, INC., და ამერიკულ TALECRIS HEALTH CARE LLC.-თან. კომპანიის დირექტორი ინვოისებსა და საბაჟო დოკუმენტაციებს აყალბებდა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს წერდა. 6 900 000 ლარიდან კომპანია „ნუგეშის“ დირექტორმა 1 700 000 ლარი მიითვისა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი სიბაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2183.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 აპრ. 2011, 09:59 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.