პოლიტიკა: კახა კუკავა: ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე 2011 წელს დაბრუნდება | საქართველოს ამბები | ||
ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას 2011 წელს დაიწყებს, დარწმუნებულია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, იტყობინება “GHN“. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, ქართული პროდუქციის დაბრუნების მიზნით, იგი შეხვედრებს ჩაატარებს და ამავე მიზნით, ორშაბათს, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. „მხოლოდ ჩვენმა პარტიამ - „თავისუფალმა საქართველომ“ წამოაყენა ეს საკითხი იმისათვის, რომ ქართველი გლეხების პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს. ამიტომ მოლაპარაკებათა ჩასატარებლად ჩვენ მოგვიწვიეს. ამჟამად დოკუმენტაციის სრულყოფილებაზე ვმუშაობთ“, - თქვა კუკავამ. მისი თქმით, მოლაპარაკებები რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან წარმოებს. „ქართული კომპანიების 99.99%, უმნიშვნელო კორუმპირებული კლანის გარდა, მზადაა რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს. ხელისუფლებათა დავალებით, „თელიანმა ველმა“ და „თელავის ღვინის მარანმა“ უარით გვიპასუხეს და თქვეს, რომ რუსულ ბაზარზე დაბრუნება არ სურთ, რომ მათთვის ჩინეთის ბაზარია უმჯობესი. ამიტომ ჩვენ ამ კომპანიებს ვეუბნებით: როდესაც ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდება, თქვენ ჩინეთის ბაზარზე ივაჭრეთ“, - თქვა მან. კუკავა დარწმუნებულია, რომ ქართველ ფერმერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიტანონ პროდუქცია ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიცაა რუსეთი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2177.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 აპრ. 2011, 17:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.