ეს საინტერესოა: გერმანული ტელეარხი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ფილმს იღებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ტურისტებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გერმანიის პირველი საზოგადოებრივი არხის გადამღები ჯგუფი საქართველოს ეწვია. გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადამღები ჯგუფი აფრიკისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში იღებს ტურისტებისათვის აუცილებელ კომუნიკაციებს, სარკინიგზო მაგისტრალებსა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. ცნობილია, რომ რკინიგზა ტურიზმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. იგი ყველაზე პოპულარულ და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებად მიიჩნევა. ქართული რკინიგზა ასევე აქტიურად ცდილობს საერთაშორისო სტანდარტებზე გასვლასა და მგზავრებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. გერმანელ დოკუმენტალისტებს პირადად მიეცათ „საქართველოს რკინიგზის“ მუშაობის შეფასების შესაძლებლობა. მათ როგორც მატარებლებს, ისე დეპოსა და სადგურებს გადაუღეს. „ძველი სახლები ძალიან მიყვარს. 20 წლის წინ რუსთაველის პროსპექტზე ხალხი იდგა და დამოუკიდებლობას ითხოვდა. დღეს ბევრად უფრო თავისუფალი ატმოსფერო და მეტი შესაძლებლობაა. მრავალ ტურისტს სურს საქართველოს მონახულება და მათ აინტერესებთ, როგორ იმოგზაურონ, გადაადგილდნენ თქვენს ქვეყანაში, როგორაა განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა დოკუმენტალისტმა მატიგ-გერლახმა. გერმანელი დოკუმენტალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ნახევარ საათიან ფილმს გადაიღებენ, რომელშიც ერთ-ერთ უმთავრესი რკინიგზა იქნება. ისინი საქართველოში კვირამდე გაჩერდებიან, მანამდე კი, მატარებლით ქვეყნის კურორტებს მოივლიან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2175.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 აპრ. 2011, 17:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.