პოლიტიკა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის განცხადებას | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უზენაესი კომისარის კეტრინ ეშტონის პრეს-სპიკერის განცხადებას, რომელშიც გამოხატულია ევროკავშირის შეშფოთებულობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის სერგეი ლავროვის სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტთან დაკავშირებით. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უზენაესი კომისარის კეტრინ ეშტონის პრეს-სპიკერის განცხადებას, რომელშიც ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს 25-26 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. „განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ვიზიტები არ შეესაბამება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ევროკავშირის მიერ გამოიხატება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია მასში. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2169.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 აპრ. 2011, 10:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.