საზოგადოება: ყველაზე ნაკლები მოთხოვნა საქართველოში ჰუმანიტარულ სპეციალობებზეა | საქართველოს ამბები | ||
დასაქმების კომპანია და სააგენტო შრომის ბაზარზე არაკვალიფიცირებული მუშახელის ჭარბ რაოდენობას აფიქსირებს. "ლიბერალის" მონაცემებით, სააგენტო "ეიჩ არში" აცხადებენ, რომ ხშირად ერთ ვაკანსიაზე 300 ადამიანი მოდის. თუმცა იმის გამო, რომ დამსაქმებლები ვერ არჩევენ სასურველ ხალხს, ისინი იძულებულნი არიან ერთი და იგივე განცხადება რამოდენიმეჯერ გამოქვეყნონ. კერძოდ,სამშენებლო კომპანიები აცხადებენ, რომ მათ კვალიფიკაციასთან ერთად პრეტენზიები დისციპლინასთან დაკავშირებითაც აქვთ, ამიტომაც ისინი კადრებს ძირითადად ნაცნობებში და რეკომენდაციების საშუალებით ირჩევენ. ვეგვერდის "ჯობ.გის" წარმომადგენელის თქმით, წინა წელთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა ოდნავ გაიზარდა. მათი თქმით, ყველაზე დაბალი მოთხოვნა ჰუმანიტარულ სპეციალობებზეა. თბილისის მერია განმარტავს, რომ შრომის ბაზრის რეალური გამოკველევა არ შემდგარა, ამიტომ დასაქმების პროგრამებს არ შეუძლიათ უმუშევრობს პრობლემის აღმოფხვრა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უმუშევრობის და კვალიფიცირებული კადრების პრობლემა გადაწყვეტილი იქნება, როდესაც ბაზარს შეისწავლიან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2166.html
| |||
განათავსა - consul | 29 აპრ. 2011, 10:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.