საზოგადოება: ლტოლვილთა საქმეთა სამინისტრო რამოდენიმე წელია დაუმორჩილებელი უწყებების სიაში ლიდერობს | საქართველოს ამბები | ||
ლტოლვილთა საქმეთა სამინისტრო რამოდენიმე წელია დაუმორჩილებელი უწყებების სიაში ლიდერობს. ამის შესახებ, დღეს, ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გაანცხადა. მისი თქმით, აღნიშნული უწყებიდან, ომბუდსმენის აპარატიც არაადეკვატურ პასუხებს ღებულობს, 60 წერლილზე მეტი უპასუხოდაა დარჩენილი. ტუღუშის განცხადებით, იგი მინისტრ კობა სუბელიანს პირადად ესაუბრა, რომელმაც მიზეზად ადმინისტრაციული უზუსტობა დაასახელა და სიტუაციის გამოსწორებას დაპიდა, მაგრამ უშედეგოდ. სახალხო დამცველის ინფრომაციის თანახმად, პროკურატურა და ლტოლვილთა საქმეთა სამინისტრო იმ უწყებებს წარმოადგენენ, რომლებიც ომბუდსმენის რეკომენდაციებზე საერთოდ არ რეაგირებენ. მისი თქმით, იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ლტოლვილთა განსახლება კანონის ფარგლებში და ნებაყოფლობით მიმდინარეობს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2162.html
| |||
განათავსა - consul | 28 აპრ. 2011, 18:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.