პოლიტიკა: კშიშტოფ ლისეკი: საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით პროგრესს მიაღწია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებლი კშიშტოფ ლისეკი საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს შეხვდა, იუწყება “GHN“. ომბუდსმენმა პოლონელ სტუმარს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. „მე ვამზადებ ევროპარლამენტის ანგარიშს საქართველოს შესახებ, რომელიც თბილისში შეხვედრების დროს მიღებულ ინფორმაციაზე იქნება დაფუძნებული. შეხვედრათა დიდი ნაწილი ადამიანის უფლებების, ლტოლვილების, ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის საკითხებს ეძღვნება. საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში დიდ პროგრესს ვხედავ“ - თქვა ლისეკმა. ომბუდსმენის თქმით, იგი აპირებს დიპლომატს გააცნოს სიტუაცია, რომელიც იძულებით გადასახლებულების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ეხება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2157.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 აპრ. 2011, 10:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.