შოუ-ბიზნესი: ლედი გაგა ელტონ ჯონის შვილის ნათლია გახდა | მსოფლიოს ამბები | ||
მუსიკოსმა ელტონ ჯონმა დაადასტურა, რომ მომღერალი ლედი გაგა მისი შვილის ნათლია გახდა, იტყობინება “GHN“. „მე მიყვარს იგი (ლედი გაგა). ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს უგუნური იდეაა. მაგრამ ეს ადამიანები არ იცნობენ მას. ჩვენ კი ვიცნობთ“, - თქვა ელტონ ჯონმა ამერიკული ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ელტონ ჯონის ერთსქესიან ოჯახს 2010 წლის ბოლოს ბიჭი დაემატა. ზაქარი ჯექსონ ლივონ ფერნიშ-ჯონი 2010 წლის 25 დეკემბერს, სუროგატული დედისაგან დაიბადა და იგი სერ ელტონმა და მისმა პარტნიორმა, კანადელმა დიზაინერმა და რეჟისორმა დევიდ ფერნიშმა იშვილეს. წყვილმა თავიანთი ურთიერთობა 2005 წელს დააკანონა და მას შემდეგ ბავშვის ყოლას ცდილობდა. ელტონ ჯონი და ლედი გაგა ერთად გამოდიოდნენ 2010 წელს „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე. როგორც ფერნიშნა განმარტა, მომღერალი „არაჩვეულებრივი ტოლერანტობით“ გამოირჩევა“, გადმოსცემს „Газета.Ru“. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2156.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 აპრ. 2011, 10:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.