ეს საინტერესოა: უნიკალური „კოსმოსური“ საათი ოქროთი | მსოფლიოს ამბები | ||
ეს უნიკალური საათი უფრო მეტად მუზეუმის ექსპონატს ჰგავს, ვიდრე სამაგიდე ქრონომეტრს, რის გამოც მას „დროის საიდუმლო“ უწოდეს. უნიკალური საათი Mystery of Time Trible Axes Tourbillonბრენდ Timekeeper Chronometrie-საგან ხანგრძლივი ათი წლის განმავლობაში მუშავდებოდა. ეს ექსკლუზიური ქრონომეტრი შეზღუდული სერიით გამოუშვეს, რომელიც მხოლოდ 12 ეგზემპლარისაგან შედგება. საათი ოსტატმა ტილმან ვონ დემ კნესბეკმა დაამზადა და იგი აღჭურვილია მექანიზმით tourbillon, რომელიც გამოიყურება როგორც პლანეტარული სისტემა და ნამდვილ კოსმოსურ სანახაობას წარმოადგენს. პატარა შუშის ბურთში მზის, დედამიწისა და მთვარის შემცირებული მოდელები მოძრაობს. ქრონომეტრს გარშემო 18 კარატის ოქროს „ფრთები“ აქვს, რომლებიც იშლება და თვალწინ წარმოგვიდგება უნიკალური საათი. საათი თავიდან ბოლომდე ხელითაა ნაკეთი და დამკვეთის სურვილისამებრ შესაძლოა შეიცვალოს, ასე რომ საათის 12 ეგზემპლარიდან თითეული ჭეშმარიტად ექსკლუზიური გახდება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2155.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 აპრ. 2011, 10:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.