მეცნიერება-ტექნოლოგიები: მობილური ტელეფონების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი თანამშრომლებს ამცირებს | მსოფლიოს ამბები | ||
მობილური ტელეფონების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Nokia, კორპორაციული ხარჯების შემცირების მიზნით, 4 ათას თანამშრომელს ამცირებს. ამასთან ერთად, ფინური კომპანიის კიდევ 3 ათას თანამშრომელს საწარმო Accenture-ში გადაიყვანენ. აქ ისინი ოპერაციული სისტემა Symbian-ის შემუშავებით დაკავდებიან, რომელზედაც Nokia-ს სმარტფონები მუშაობს. კორპორაციის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ეს ზომები თითქმის 1.5 მლრდ დოლარის (1 მლრდ ევროს) ეკონომიის საშუალებას მისცემს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ძირითადად შემცირებები შეეხება Nokia-ს ფილიალებს დიდ ბრიტანეთში, ფინეთსა და დანიაში. ანალიტიკოსები Nokia-ს გეგმებს უკავშირებენ ცოტახნის წინ კომპანიის მიერ Micrsoft-თან გაფორმებულ ალიანსს, რომელიც „მკვლელი iPhone“-ის ერთობლივ შემუშავებას ითვალისწინებს. ბოლო დროს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ძლიერ გაუარესდა. Nokia სწრაფად კარგავს სმარტფონების ბაზრის წილს iPhone-ის სასარგებლოდ Android-ის პლატფორმაზე. როგორც ICD-ში ამბობენ, 2010 წლის ბოლოდან Android-მა Symbian-ს გაუსწრო და სმარტფონებისათვის განკუთვნილი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა გახდა. ხოლო 2007 წელს iPhone-ის გაჩენის მომენტიდან ბაზარზე Nokia-ს წილი 23-ზე მეტი პროცენტით შემცირდა, კომპანიის კაპიტალიზაცია 60%-ით დაეცა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2151.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 აპრ. 2011, 09:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.