ეკონომიკა: Amazon.com-მა პირველ კვარტალში გაყიდვები 38%-ით გაზარდა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() პირველ კვარტალში კომპანიის წმინდა მოგება 32.8%-ით, 201 მლნ დოლარამდე, ანუ აქციაზე 0.44 დოლარამდე შემცირდა. გასული წლის შესაბამის კვარტალში იგივე მაჩვენებელი 299 მლნ დოლარს, ანუ აქციაზე 0.66 დოლარს უდრიდა. საანგარიშო პერიოდის შედეგებით, Amazon.com-ის ოპერაციული შემოსავალი 22.36%-ით - 322 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2010 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 394 მლნ დოლარი შეადგინა. ცნობა: Amazon.com ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ-სერვისია, რომელიც მასიური მოხმარების რეალური საქონლის გაყიდვაზეა ორიენტირებული, მსოფლიოში ბრუნვის მიხედვით უმსხვილესი კომპანია, რომელიც საქონელსა და მომსახურებას ინტერნეტით ყიდის. ამ დროისთვის Amazon.com-ის სერვისი საქონლის 34 კატეგორიას მოიცავს, მათ შორის ელექტრონულ წიგნებს, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას, საბავშვო სათამაშოებს, კვების პროდუქტებს, სამეურნეო საქონელს, სპორტულ საქონელს და ა. შ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2144.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 აპრ. 2011, 16:19 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.