ეს საინტერესოა: როგორია ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება? | მსოფლიოს ამბები | ||
ჩინური ინტერნეტ-საძიებო სისტემა Baidu-ის ხელმძღვანელი რობინ ლი ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ჟურნალ Forbes-ის ჩინურმა ვერსიამ მისი ქონება 9.4 მლრდ დოლარად შეაფასა. რობინ ლიმ კომპანია Baidu2000 წელს დააფუძნა. ჩინურ ბაზარზე მან წარმატებით გამოიყენა საძიებო ალგორითმების შექმნისა და მიღებული შედეგების რეიტინგების შედგენის საკუთარი ტექნოლოგიები. ლი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, სადაც პატენტი მიიღო თავის გამოგონებაზე, რომელიც შემდგომში მისი ჩინური ბიზნესის საფუძვლად იქცა. დღესდღეობით Baidu-ს მყარად უკავია ლიდერის პოზიცია ჩინეთის საძიებო სისტემების ბაზარზე და მას ბაზრის დაახლოებით 70% ეკუთვნის. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2140.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 აპრ. 2011, 16:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.