პოლიტიკა: ეგვიპტე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიისა და საქართველოში ეგვიპტის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვახიდ ელ-დინ ისმაილ გალალის შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის საკითხები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. „ეგვიპტურმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, - ნათქვამია შეტყობინებაში. საქართველოსა და ეგვიპტეს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 11 მაისს დამყარდა. საქართველო და ეგვიპტე თანამშრომლობენ ეკონომიკისა და ვაჭრობის, კულტურისა და განათლების სფეროში, 2006 წლიდან ორი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები აქტივიზირდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2136.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 აპრ. 2011, 10:13 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.