ეს საინტერესოა: პრინც უილიამის ქორწილი რეკორდულ აუდიტორიას შეაგროვებს | მსოფლიოს ამბები | ||
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ჯვრისწერის ცერემონია, რომელიც 29 აპრილს გაიმართება, ეკრანებთან და რადიომიმღებებთან მთელი მსოფლიოდან 2 მილიარდზე მეტ ადამიანს შეაგროვებს. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Daily Mail. ეს პირდაპირი ტრანსლაციისთვის რეკორდული აუდიტორია გახდება. ბუკინგემის სასახლის წინ მდებარე მოედანზე დაახლოებით 100 ტელე- და რადიოსადგური იმუშავებს. როგორც The Economic Timesიტყობინება, იქვე დაყენებულია 2 დროებითი კონსტრუქცია, რომლებშიც 22 ტელესტუდია არის განლაგებული. გადაღებებისთვის ათასობით სხვადასხვაგვარი ვიდეოკამერაა გამოყენებული. მათ ნაწილს ყვავილების თაიგულებში საკურთხეველზე, მცენარეულობაში შენობების გარშემო და სახლების კედლებზე განათავსებენ, აღნიშნავს The Daily Mail. პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილს BBC-ის 550-ზე მეტი თანამშრომელი გააშუქებს. BBC-ის კონკურენტი, ტელეარხი ITV, სამეფო ქორწილის გადაღებებისთვის 350-ზე მეტ ადამიანს მოიზიდავს. ცერემონიას ასევე ასობით ცნობილი ჟურნალისტი მიადევნებს თვალს, რომლებიც ლონდონში ჩამოვლენ. რთულია ტრანსლაციების აუდიტორიის ზუსტად დათვლა: მილიონობით ადამიანი სამეფო ქორწილს ინტერნეტით მიადევნებს თვალს. თავად ცერემონიის ნახვა შესაძლებელი იქნება პირდაპირ ეთერში სამეფო ოჯახის ოფიციალურ არხზე YouTube-ზე. იქვე თვითმხილველები და პროფესიული რეპორტიორები საკუთარ გადაღებეულ ვიდეოებს განათავსებენ. ადგილებიდან რეპორტაჟის წარმოებას სოციალური ქსელებისა და ბლოგების ათასობით მომხმარებელი გეგმავს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2135.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 აპრ. 2011, 10:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.