ეს საინტერესოა: Facebook შეიძლება გეოგრაფიული დასახელება გახდეს | მსოფლიოს ამბები | ||
ხორვატიის ერთ-ერთ კუნძულს შესაძლოა სოციალურ ქსელ Facebook-ის პატივსაცემად სახელი შეუცვალონ. კუნძულისთვის ახალი სახელის მინიჭების იდეა ეკუთვნის კუნძულ ხვარზე განლაგებული ერთსახელიანი ქალაქის მერს პიერინო ბებიჩს, წერს Croatian Times. გამოცემის მონაცემებით, ბებიჩმა უკვე გაუგზავნა წერილი პოპულარული სოციალური ქსელის შემქმნელს მარკ ცუკერბერგს კუნძულისთვის სახელის გადარქმევის შესაძლებლობის შეკითხვით. ასევე მერმა Facebook-ის შემქმნელს ზაფხულის შვებულების დროს კუნძულ ხვარზე ჩამოსვლა შესთავაზა, რომელიც ადრიატიკაში ყველაზე მზიანად არის მიიჩნევა. იმ შემთხვევაში, თუ ცუკერბერგი ბებიჩის წინადადებას თანხმობით უპასუხებს, მაშინ ფეისბუქი დაერქმევა პაკლების ჯაჭვის ერთ-ერთ კუნძულს, ველ ვოდნიაკს. ამ პატარა კუნძულზე შუქურაა განლაგებული. ხვარის მერმა და ქალაქის მაცხოვრებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ფეისბუქზე გადარქმევის შემდეგ პატარა კუნძული უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს და, ამგვარად, ხორვატიის ახალი ღირსშესანიშნაობა გახდება. Croatian Times აღნიშნავს, რომ ხორვატიის მოსახლეობის 30%-ს Facebook-ში აქაუნთები აქვს გახსნილი. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2134.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 აპრ. 2011, 10:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.