მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა დედამიწაზე 657 ახალი კუნძული აღმოაჩინეს | მსოფლიოს ამბები | ||
მეცნიერებმა რუქაზე 657 ახალი ბარიერული კუნძული დაიტანეს, რომელთა მდებარეობა აქამდე ზუსტად დადგენილი არ იყო, იტყობინება “GHN“. ავტორები თანამგზავრთა ბოლო მონაცემებს, ასევე ტოპოგრაფიულ რუქებს აანალიზებდნენ. მათ 600-ზე მეტი კუნძული აღმოაჩინეს, რომლებიც მანამდე გამოეტოვებინათ. საერთო ჯამში, ამჟამად სპეციალისტებისთვის 2149 ბარიერული კუნძულია ცნობილი - მათი ჯამობრივი სიგრძე დაახლოებით 21 ათასი კილომეტრია. დროთა განმავლობაში მრავალი მათგანი ძლიერ იცვლება ტალღებისა და უამინდობის ზემოქმედებით. ასეთი კუნძულები ფორმირდება როგორც ქვიშებისა და ნალექი ქანების გრძელი, ვიწრო და დაბალი ნაწდობები. ბარიერულ კუნძულებს, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტის გასწვრივ პოულობენ. ამგვარი კუნძულების დაახლოებით ორი მესამედი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია განლაგებული. ბარიერული კუნძულები კარგად იცავს კონტინენტთა სანაპირო ხაზს ეროზიისაგან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2129.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 აპრ. 2011, 14:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.