პოლიტიკა: პარიზში ოპოზიციონერთა დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა | საქართველოს ამბები | ||
პარიზში ოპოზიციური „ქართული პარტიისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთა დადგემილი შეხვედრა ჩაიშალა. როგორც „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარემ ეროსი კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერისაგან ნინო ბურჯანაძისაგან პარიზში შეხვედრაზე პრინციპიალური თანხმობა მიიღეს, მაგრამ დანიშნულ ადგილას მოლაპარაკებებისათვის მოსულ ლიდერებს საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი არ დახვდათ. კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ ბურჯანაძეს ძალიან უნდოდა პარტიის ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა, მაგრამ უარი მიიღო. ოქრუაშვილი ბურჯანაძეს ურჩევს, თავდაპირველად პარტიის კიდევ ერთ თანათავმჯდომარესთან ლევან გაჩეჩილაძესთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები გადაჭრას. კიწმარიშვილი ბურჯანაძეს სთავაზობს გვერდზე გადადოს თავისი ამბიციები და რეალური თანამშრომლობა დაიწყოს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2126.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 აპრ. 2011, 09:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.