მეცნიერება-ტექნოლოგიები: Facebook-მა მომხმარებლებს ახალი ფუნქცია წარმოუდგინა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ფუნქციას უწოდეს “Send“ („გაგზავნა“), წერს გაზეთი The Huffington Post. ახალი ფუნქციის შექმნის შესახებ ორშაბათს, 25 აპრილს, განაცხადეს. ახალი სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც სოციალურ ქსელში ჯგუფებში შესულები ან მათი შემქმნელები არიან. ფუნქცია Like-საგან განსხვავებით, რომელიც გამოყენების შემთხვევაში მომხმარებლის ყველა მეგობრისთვისაა ხელმისაწვდომი, Send მეგობართა უფრო ვიწრო წრისთვის იქნება შესამჩნევი. ღილაკზე დაწკაპუნებისთანავე, მომხმარებლისათვის შემოთავაზებული იქნება იმ მეგობრების არჩევა, ვისთვისაც მას თავისი არჩევნის შესახებ შეტყობინება სურს. არჩეული ინფორმაცია შეიძლება გაიგზავნოს „რჩეული“ მეგობრებისათვის, ასევე მას შესაძლოა თან ახლდეს პირადი შეტყობინება. მოცემული ფუნქცია ხელმისაწვდომია იმ ვებ-გვერდებზე, რომლებთანაც Facebook თანამშრომლობს. კომპანიის ჩანაფიქრით, ახალმა ფუნქციამ უნდა შეცვალოს მომხმარებლისათვის საინტერესო ინფორმაციის შესახებ მეგობრების შეტყობინების არსებული შესაძლებლობა e-Mail-ის საშუალებით. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2125.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 აპრ. 2011, 09:44 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.