ეს საინტერესოა: დაასახელეს მატყუარების საყვარელი ფილმი | მსოფლიოს ამბები | ||
ბრიტანულმა კომპანია LoveFilm-მა, რომელიც ფილმებისა და ვიდეოთამაშების გაქირავებზე სპეციალიზდება, ჩაატარა გამოკითხვა და გაარკვია, რომელი კინოსურათები უფრო ხშირად იწვევს ადამიანებში ტყუილის თქმის სურვილს. ამის შესახებ იტყობინება რესურსი ClashFilm. გამოკვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხვის მონაწილეთა 80% დრო და დრო უყვება თანამოსაუბრეებს, რომ ნანახი აქვთ ესა თუ ის ფილმები, სინამდვილეში კი ხსენებული კინოსურათებისათვის არასდროს უყურებიათ. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად ადამიანები იტყუებიან იმაზე, რომ ნანახი აქვთ ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიმამა“. ეს ფილმი გამოკითხულთა 30%-მა ახსენა. სიაში მეორე ადგილზე მოხვდა მაიკლ კერტიცას კინოსურათი „კასაბლანკა“ (მას გამოკითხულთა 13%-მა მისცა ხმა). მესამე სტრიქონზე მარტინ სკორსეზეს „ტაქსისტი“ აღმოჩნდა (11%). პირველი ათეული გამოიყურება ასე:
სინამდვილეში ფილმებმა „დიდებული ბიჭები“ და „სამართებელზე მორბენალი“ მერვე ადგილი გაიყვეს: ორივე კინოსურათს გამოკითხულთა 8%-მა მისცა ხმა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2124.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 აპრ. 2011, 09:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.