საზოგადოება: საქართველოში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი „დაუცავი" შრომით არის დაკავებული | საქართველოს ამბები | ||
გაეროს ევროპულმა ეკონომიკურმა კომისიამ გამოაქვეყნა მონაცემები ევროპულ რეგიონში ე. წ. „დაუცავ“ ან არასტაბილურ დასაქმებულობასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. საუბარია მომუშავეებზე, რომლებიც დაკავებულები არიან ინდივიდუალური შრომითი საქმიანობით, ხშირად ოჯახის წევრთა მოზიდვით. დასაქმების ასეთი ფორმის დროს ადამიანებს, როგორც წესი, არა აქვთ სოციალური გარანტიები. აღმოჩნდა, რომ სურათი ძალზედ ჭრელია. ევროკავშირის შიგნითაც კი, მაგალითად დანიასა და ესტონეთში, დასაქმების ამ ფორმის წილი დასაქმების საერთო დონის მხოლოდ 6%-ს შეადგენს, ხოლო საბერძნეთსა და რუმინეთში - 30%-ს. რუსეთში ოჯახური ბიზნესით მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია დაკავებული. ეს მაჩვენებლები ბევრად უფრო მაღალია ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში: საქართველოში დასაქმების ასეთი ფორმით შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტია დაკავებული. ამასთან, რაც უფრო მაღალია არასტაბილური დასაქმების ციფრები, მით უფრო ხშირად შრომის ასეთი ფორმებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან დაკავებულნი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2114.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 აპრ. 2011, 08:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.