aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 პოლიტიკა: სირიის პრეზიდენტმა ოფიციალურად გააუქმა საგანგებო მდგომარეობის 50 წლიანი რეჟიმი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
21 აპრილს სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ხელი მოაწერა დეკრეტს 1963 წლიდან ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse.



ერთდროულად გაუქმდა სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი სასამართლოც - სტრუქტურა, რომელიც საიდუმლოობის რეჟიმში განიხილავდა იმ პიროვნებების საქმეებს, რომლებიც რეჟიმისადმი არალოიალურობის ეჭვქვეშ იყვნენ.


საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ იქნა შემოღებული, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლებაში პარტია „ბაასი“ მოვიდა, რომელიც კონტროლს მოცემულ მომენტამდე ინარჩუნებდა. ამის შემდეგ რეჟიმის მოქმედება არა ერთხელ გაგრძელებულა.


საგანგებო მდგომარეობა სირიელთა მრავალ უფლებასა და თავისუფლებას ზღუდავდა. კერძოდ, შემოღებული იყო შეზღუდვები მასიური შეკრებებისა და მიტინგების ჩატარებაზე, მედიაში ცენზურა არსებობდა, ხოლო პოლიციელები და სპეცსამსახურები ძალიან ფართო უფლებებით სარგებლობდნენ, რომლებიც მათ სასამართლოს გარეშე დაპატიმრებებისა და დაკავებების განხორციელების საშუალებას აძლევდა.


ახლა მოქალაქეები, მიიღეს რა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა, შეძლებენ მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩატარებას, თუმცა არასანქციონირებული სვლებისთვის კვლავინდებურად სასჯელი იმოქმედებს. ამას გარდა, სირიაში მიღებულია კანონი, რომელიც ცენზურას ამარტივებს.


ხელისუფლებები იძულებულნი იყვნენ, საზოგადოებრიობის ზეწოლის ქვეშ რეფორმებზე წასულიყვნენ. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მრავალი სირიული ქალაქის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციებზე გამოდიან და საკუთარი პოლიტიკური უფლებების გაფართოებას ითხოვენ. მას შემდეგ, რაც ზოგიერთი დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალეს, აქციების მონაწილეებს შორის გამოჩნდა ლოზუნგები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2113.html
განათავსა - Drakula | 22 აპრ. 2011, 08:54 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: სირიის პრეზიდენტმა ოფიციალურად გააუქმა საგანგებო მდგომარეობის 50 წლიანი რეჟიმი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian