საზოგადოება: აღმოსავლეთ საქართველოში კიბოს დაავადებების უფასო პრევენციას ჩაატარებენ | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() შეტყობინების თანახმად, სამედიცინო გამოკვლევა ქართულ-ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ჩატარდება. ცენტრის დირექტორის ხათუნა ჩონიაშვილის თქმით, მოცემული პროგრამა ქალებში საწყის სტადიაზე ონკოლოგიური დაავადებების უსიმპტომო ფორმების გამოვლენას ითვალისწინებს. მანამდე ცენტრში 2009 წლის 15 ოქტომბერს დაწყებული მკერდის კიბოს სკრინინგის პროგრამა განხორციელდა. სკრინინგისა და პრევენციის ქართული ეროვნული ცენტრი თბილისში 2008 წლის მაისში გაიხსნა. სკრინინგული გამოკვლევები მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით ტარდება, რაც საშუალებას იძლევა, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილ იქნას გენეტიკურად განპირობებული დაავადებების პათოლოგიები, ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დეფექტები და სხვა დაავადებები. ეროვნული სკრინინგ-ცენტრი პროგრამას საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოფსის პატრონაჟით ახორციელებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2105.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 აპრ. 2011, 12:23 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.