საზოგადოება: საქართველოს საფრანგეთის მთავალი ეკოლოგი ეწვევა | საქართველოს ამბები | ||
სატრანსპორტო დარგში საფრანგეთის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარების, ტრანსპორტისა და საბინაო მოწყობის მინისტრის მოადგილე ტიერი მარიანი 22-23 აპრილს საქართველოს ეწვევა. როგორც „კავკას-პრესს“ საფრანგეთის საელჩოში შეატყობინეს, მარიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას მოწვევით, ჩამოვა. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იგი მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო რადარის გახსნაში, რომელიც ფრანგულმა კომპანია „Thales“-მა ფოთის აეროპორტში დააყენა. ცერემონიაში ასევე მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ტიერი მარიანი ხელს მოაწერს სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2104.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 აპრ. 2011, 12:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.