ეს საინტერესოა: საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა ყოფილმა ქვეყანამ სიმფსონები აკრძალა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() სარეკლამო სტანდარტების ლიტვურმა კომისიამ კომიქსში ლუდ Duff-ის რეკლამა აღმოაჩინა, რომლის დიდი მოყვარულიც ჰომერ სიმფსონი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლუდი მხოლოდ ესპანეთში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ლათინურ ამერიკაში იყიდება, ლიტვურმა ხელისუფლებებმა ასეთი პროპაგანდის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. კომისიამ კომიქსების გამომცემლობა Media Incognito-ს ოთხი ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, წერს AFP. ამერიკული კომპანია Bongo Comics, რომელიც ლიტვაში „სიმფსონების“ გამოშვებას არეგულირებს, თანახმა არაა კომიქსის შინაარსის შეცვლაზე. ახლა გამომცემლობა ეძებს ვარიანტებს, თუ როგორ გამოუშვას გაყინული ტირაჟი და, ამასთან, არ დაარღვიოს ლიტვური კანონები. ლიტვაში კომიქს „სიმფსონების“ ტირაჟი 10 ათას ეგზემპლარს შეადგენს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2098.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 აპრ. 2011, 09:32 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.