პოლიტიკა: საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციური სასამართლოს შეხედულებას არ იზრიარებს | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციური სასამართლოს გადაწვეტილებას , რომელიც "შეკრებებისა და მანიფესტაციის" რამოდენიმე ნორმის არაკონსტიტუციურობას შეეხებოდა, არ იზიარებს. როგორც დღეს პლენარულ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, საქართველო დემოკრატიული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს და სასამართლო იმ გადაწვეტილებას ღებულობს, რომელიც მის შინაგან რწმენას შეესაბამება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის კონსტიტუციური სასამართლოს გადაწვეტილებას ეთანხმება, უმრავლესობას, ოპოზიციისგან განსახვავებით, შესაბამისი დამოკიდებულება გააჩნია და პარლამენტში აუცილებელი პროცედურების გაგრძელებისათვის მზადაა. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ისინი სასამართლოს აღნიშნულ გადაწვეტილებას და ფორმულირებას დეტალურად გაეცნობიან და ამის შემდეგ, პარლამენტში შესაბამისი განხილვა გაიმართება, მაგრამ რა სახით მოხდება ეს, არ დაკონკრეტებულა. კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ვერდიქტის გამოსვლისთანავე გაუქმდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2092.html
| |||
განათავსა - consul | 19 აპრ. 2011, 20:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.